პროექტის სახელწოდება:
გრიპი
პროექტის აქტუალობა:
გრიპი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. მოსწავლე იძენს ამ პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის
ჩვევებს, იმყარებს შეძენილ ცოდნას და სხვასაც გაუწევს კონსულტაციას.
პროექტის მიზნები:
მოსწავლემ გააცნობიეროს რა პრობლემას იწვევს გრიპი და როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა.
გამოვუმუშაოთ ამ დაავადებასთან ბრძოლის პრაქტიკული უნარ-ჩვევები ,ვასწავლოთ ინფორმაციის
დამოუკიდებლად ძიება, დამუშავება და ორგანიზება.
მოსწავლეთა ასაკი:
8 – 9 წელი
ვადების ხანგრძლივობა:
3 დღე
მოსალოდნელი შედეგები:
გამოუმუშავდებათ გადამდები დაავადებების თავიდან აცილების და პირადი ჰიგიენის ელემენტარული
უნარ- ჩვევები. გაუფრთხილდებიან საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას.
პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსები: წიგნი .რვეული. ბარათები. ნემსი. ძაფი. მაკრატელი. ფერადი ფანქრები. ინტერნეტი, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა:
I დღე
აქტივობა I-საუბარი
მოსწავლეებს ვესაუბრები
გრიპის ვირუსის შესახებ. პირადი ჰიგიენის აუცილებლობაზე და როგორია ჯანმრთელი ცხოვრების
წესი. ვთხოვ მოიძიონ ინფორმაცია „როგორ დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისაგან’’
II დღე
აქტივობა-II -ბარათების დამზადება
კლასს ვყოფ ორ ჯგუფად.
ვურიგებ ბარათებს და ვთხოვ შეაჯერონ მოპოვებული ინფორმაცია და ჩამოაყალიბონ ერთიანი
აზრი.
აქტივობა III - წარდგენა პრეზენტაცია
III დღე
აქტივობა IV - პრაქტიკული სამუშაო
მოსწავლეები ჩემი
ინსტრუქციის მიხედვით კერავენ პირბადეებს და
პატარა ჩანთას
რომელშიც შეინახავენ
პირველადი დახმარების მედიკამენტებს.
აქტივობა V -სიმულაციური თამაში. „მოერიდეთ გრიპს’’
მოთამაშეებმა უნდა
გამოავლინონ გადამდები დაავადებების თავიდან აცილების ელემენტარული ცოდნა.
აქტივობა VI-პროექტის შეფასება
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
დაბალი
|
საშუალო
|
ინფორმაციის
მოპოვება
|
მუშაობს ინდივიდუალურად. ინფორმაციის მოსაპოვებლად
იყენებს კომპიუტერს. შესაბამისი
კომპეტენციის ადამიანებს.
|
მუშაობს ინდივიდუალურად. იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოს
|
პასიურია უჭირს ინფორმაციის მოძიება
|
პრეზენტაცია
|
იზიარებს ჯგუფის აზრს. აკეთებს დასკვნას. მეტყველებს გამართულად
|
ნაწილობრივ იზიარებს ჯგუფის აზრს ; უჭირს პრეზენტაციის გაკეთება
|
უჭირს თანამშრომლობა, ვერ აკეთებს პრეზენტაციას
|
როლური თამაში
|
კარგად ითავისებს როლს.ავლენს შესაბამის ცოდნას.
|
ნაწილობრივ ითავისებს როლს.
|
უჭირს როლის გათავისება
|
ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი
საგანი - ბუნება
მიმართულება: ადამიანი
და გარემო
ბუნება.III.9.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა,
შედეგი თვალსაჩინოა
, თუ მოსწავლე:
*ჩამოთვლის ელემენტარულ
ზომებს, რომელთა დაცვა საჭიროა გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
*სიმულაციური თამაშის
დროს წარმოადგენს გადამდები დაავადებების თავიდან აცილების ზომებს.
*ასახელებს აქტიური
დასვენების მისთვის სასურველ ფორმებს და ადგილებს.
*ადგენს კვების
საკუთარ რაციონში შემავალი პროდუქტების სიას და გამოყოფს ადამიანისათვის აუცილებელ
საკვებ პროდუქტთა ჯგუფებს (მაგ, ბოსტნეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები)
*კითხულობს საკვები
პროდუქტის ეტიკეტს (დასახელება, გამოყენების ვადა) და საზღვრავს პროდუქტის ვარგისიანობას.
პროექტის ხელმძღვანელი:
ხათუნა ბურჭულაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა Burchuladzekhatuna@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი
/ ბლოგი Burchuladzekhatuna.blogspot.com
No comments:
Post a Comment